23 აგვისტო 2026,   01:07
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. საქმე ეხება სამინისტროს მიერ გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას იმპორტის ფასთან შედარებით, 1000, 2000 და 3000 პროცენტიანი ფასნამატით ახდენდნენ.

კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა.

დღის ამბები