23 აგვისტო 2026,   09:33
ვრცლად
ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ძმების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო, ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ძმების აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, ჯგუფურად ძალადობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა 11 თებერვალს, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთი პირი ჯგუფურად, სხვადასხვა საგნის გამოყენებით სცემეს, მოგვიანებით კი სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.

დღის ამბები