29 ივნისი 2024,   11:37
ვრცლად
შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანსა და წერაქვს შორის მდებარეობს. პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისმა ღირებულებამ 7,7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დღის ამბები