29 სექტემბერი 2024,   03:06
ვრცლად
"Wizz Air-ი აფასებს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და პროფესიონალურ რეაგირებას ეჭვმიტანილის ძებნისას" - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დროული რეაგირებისთვის, მადლობას იხდის.

"Wizz Air-ი აფასებს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და პროფესიონალურ რეაგირებას ეჭვმიტანილის ძებნისას. ჩვენი კომპანია 100 პროცენტით ემიჯნება როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ აგრესიას. Wizz Air-ისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოებაა“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 15 თებერვალს, ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

დღის ამბები