28 სექტემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სამმა ქვეყანამ, ევროკავშირის ფულით, უკრაინისთვის "ბაირაქტარის" შესყიდვის დაფინანსებაზე უარი თქვა - მედია

საბერძნეთმა, კვიპროსმა და საფრანგეთმა დაბლოკეს თურქული წარმოების უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატის - "ბაირაქტარისა" და საარტილერიო ჭურვების მიწოდების დაფინანსება უკრაინისთვის, რომლებიც ევროპული სახსრებით უნდა შესყიდულიყო, - ამის შესახებ Ukrinform-ი ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში საბერძნეთისა და კვიპროსის მუდმივმოქმედი დელეგაციები, პერიოდულად, აცხადებდნენ, რომ მზადდებოდა იარაღის დიდი შეკვეთა თურქეთიდან, რომელიც ევროკავშირის ფულით უნდა დაფინანსებულიყო. მედიის ცნობითვე, როგორც კი ეს ინფორმაცია დადასტურდა, საბერძნეთის, კვიპროსისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ბრიუსელში, პროცედურა სწრაფად დაბლოკეს.

 
დღის ამბები