28 სექტემბერი 2024,   04:24
ვრცლად
დნმ-ის ტესტის მეშვეობით, ქალმა მე-19 საუკუნეში გარდაცვლილ წინაპარს მიაგნო

86 წლის აგნეს ჯექსონმა, დნმ-ის ტესტის მეშვეობით, მე-19 საუკუნეში გარდაცვლილ წინაპარს მიაგნო.

მერილენდში მცხოვრებმა ქალმა, ოჯახის ისტორიის გამოკვლევის მიზნით, დნმ-ის ტესტი გაიკეთა. აფრო-ამერიკელი ჯექსონი ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომელთა წინაპრების პოვნა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ძველ დროში მცხოვრები შავკანიანები მონობაში იყვნენ. ძირითადად შემთხვევებში კი, ისტორიულ ჩანაწერებში მათი სახელები არ იყო მოხსენიებული. შემთხვევა გასულ წელს მოხდა.

ტესტის წყალობით, აგნეს ჯექსონმა გაიგო, რომ ის თითქმის ორი ასწლეულის წინ გარდაცვლილ ორი-სამი წლის გოგონას ენათესავება. სავარაუდოდ, ბავშვი აგნესის დიდი ბაბუის მამის ნახევარდა ან ბიძაშვილი იყო.

ამ უპრეცედენტო შემთხვევაში, მეცნიერებმა ქალი ამოუცნობი წინაპრის ნეშტებთან დააკავშირეს. ეს შედეგი 1970-იან წლებში დაწყებული კვლევის შედეგია, რომელიც მიზნად უსახელო საფლავებში დამარხული შავკანიანი მონების ნეშტებიდან დნმ-ის მონაცემების შეგროვებასა და მათ იდენტიფიკაციას ისახავს. მკვლევარებმა 22 არაიდენტიფიცირებული გვამის დნმ თითქმის 9 მილიონი ადამიანის მონაცემთა ბაზას შეადარეს და მათი ცოცხალი შთამომავლები იპოვეს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგი ალონდრა ნელსონის განმარტებით, ამ ადამიანის ინფორმირება არაეთიკურია, რადგან მკვლევარებს მხოლოდ აგნეს ჯექსონის წინასწარი ნებართვა ჰქონდათ.

ჯექსონის წინაპარი გოგონა 40 წლამდე ქალბატონთან და 10 წლის ბიჭთან ერთად არის დაკრძალული. გვერდიგვერდ არსებული საფლავები ოჯახურ კავშირზე მიუთითებს, რაც კვლევითაც დასტურდება, თუმცა, მეცნიერებმა ვერ მოახერხეს აგნესისა და დანარჩენ ორ პიროვნებას შორის არსებული გენეტიკური კავშირის დადგენა.

 

ავტორი: ლიზა ხონელიძე

დღის ამბები