29 ივნისი 2024,   11:38
ვრცლად
დიდთოვლობით გამოწვეულ მეწყერს ავღანეთში 25 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში, დიდთოვლობით გამოწვეული მეწყრის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით მოხდა.

დანგრეულია 20-ზე მეტი სახლი. ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების გადასარჩენად, სასწრაფო დახმარების ჯგუფები გაგზავნეს.

მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო, სამაშველო ოპერაციები შეფერხდა, დიდთოვლობის გამო, დაკეტილია გზებიც. ვერ მოხერხდა ადგილზე ვერტმფრენის დაშვება. ვინც სოფელში ჩასვლა მოახერხა, ნანგრევების გასაწმენდად ნიჩბებისა და ცულების გამოყენება მოუწიათ.

დღის ამბები