29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
რუსთავი ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალისთვის ემზადება

რუსთავი ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალისთვის ემზადება. ახალი პროექტის პრეზენტაცია ნინო ლაცაბიძემ რუსთაველ ქორეოგრაფებს სახელოვნებო დეპარტამენტთან ერთად გააცნო.

კონკურსი სახელად "ქართული" წელს პირველად გაიმართება და აპრილის ბოლოს, რუსთავის თეატრის სკვერში მოწყობილ საფესტივალო სივრცეს 7 დღის განმავლობაში დაიკავებს. მასში ქვემო ქართლის მოქმედი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან, საუკეთესო მონაწილე, კი გარდამავალი გრან პრით დაჯილდოვდება.

დღის ამბები