08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
გაეროს ტრიბუნიდან პეტრო პოროშენკომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციაში დაადანაშაულა

 პეტრე პოროშენკომ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი, უკრაინის ოკუპაციაში დაადანაშაულა.

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი მიმართვის ძირითადი ნაწილი სწორედ რუსულ აგრესიაზე საუბარს დაუთმო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად არ აღიარებს ღია სამხედრო ჩარევას, უკრაინის წინააღმდეგ ომს სწორედ ის აწარმოებს.

პოროშენკომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ საერთაშორისო გაერთიანებასაც მოუწოდა, რომ რუსეთის ციხეებში უკანონოდ მყოფი უკრაინის მოქალაქეები გათავისუფლდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზი რუსეთის დელეგაციამ კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღის ამბები