23 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება

სამი წლის შემდეგ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა დღეს განახლდება.

საქმე ეხება 3 პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვახტანგ ჩიქოვანის ეპიზოდს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

არჩილ გაგნიძის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ადვოკატის თქმით, ამ ფაქტს გატაცებული გური ამირხანაშვილი, საკუთარ ჩვენებებშიც ადასტურებს.

დღის ამბები