29 ივნისი 2024,   11:42
ვრცლად
სომხური მედია ქვეყანაში ზელენსკის შესაძლო ვიზიტის შესახებ იტყობინება - რას ამბობენ სომხეთის საგარეო უწყებაში

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. Armenpress-ის ცნობით, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთეს საგარეო უწყებაშიც.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ მაღალი დონის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას შესაბამის ვადებში ვავრცელებთ“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკი, სომხეთთან ერთად, აზერბაიჯანში ვიზიტსაც გეგმავს. მედიასაშუალებების ცნობითვე, ოფიციალური ვიზიტები მარტში იგეგმება.

 

დღის ამბები