08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ფედერაციის საბჭომ პუტინს სირიაში ჯარების შეყვანის ნებართვა მისცა

რუსეთი სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენებაზე ერთსულოვანი თანხმობა ფედერაციის საბჭომ გასცა, ამ თხოვნით კი საბჭოს პირადად ვლადიმერ პუტინმა მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განუცხადა.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დახურულ რეჟიმში განიხილა რუსეთის პრეზიდენტისათვის სირიის ტერიტორიაზე საჰაერო შეიარაღებული ძალების შეყვანის საკითხი. სირიაში ჯარების შეყვანას მხარი ერთხმად დაუჭირა ფედერაციის საბჭომ. პრეზიდენტის მიმართვას 162-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საუბარია სირიაში სამხედრო–საჰაერო ძალების დროებით გამოყენებაზე. სერგეი ივანოვის განმარტებითვე, რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების აღმოჩენა სირიის ლიდერმა ბაშარ ასადმა სთხოვა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ექსპერტები აქტიურად საუბრობდნენ, რომ რუსეთი სირიაში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანდა, თუმცა ხელისუფლება ამას არ ადასტურებდა.

 

დღის ამბები