27 ივლისი 2024,   03:46
ვრცლად
"მოგვეცით ჩემი ქმრის ცხედარი - თქვენ ის აწამეთ სიცოცხლეში, ახლა კი მკვდარსაც აწამებთ" - ნავალნის მეუღლე პუტინს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას აქვეყნებს და პუტინს მართლმადიდებლური ღირებულებების დაცინვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ოპონენტის სიცოცხლეში წამება არ იკმარა და ახლა მის ცხედარსაც აწამებს, რადგან ოჯახს არ აძლევს საშუალებას, ქრისტიანული წესის მიხედვით დაკრძალოს.

"მოგვეცით ჩემი ქმრის ცხედარი. თქვენ ის აწამეთ სიცოცხლეში, ახლა კი მკვდარსაც აწამებთ. თქვენ მიცვალებულის ცხედარს დასცინით", - ამბობს ნავალნაია რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

ნავალნაია პუტინის ქმედებას სატანიზმს უწოდებს

"ვერცერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერასოდეს გააკეთებს იმას, რასაც ახლა პუტინი უკეთებს ალექსეის ცხედარს. ეს სატანიზმია", - ამბობს ქვრივი. 

რუსი ოპოზიციონერის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს - ის ან საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე შვილის დასაფლავებას დათანხმდება ან ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე და მოითხოვა, რომ კანონის თანახმად, შვილის ცხედარი ოჯახს, სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორ დღეში, გადაეცეს.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.

დღის ამბები