08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ბაშარ ასადმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსეთს სირიისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა. 

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა ასადის რეჟიმის საომარი დანაშაულებების გამოძიება დაიწყო. საუბარია შეიარაღებულ კონფლიქტზე სირიაში კერძოდ, 2011-დან 2013 წლამდე პერიოდზე.

სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც უკვე 4 წელიწადნახევარია გრძელდება, მონაწილეობენ სხვადასხვა ძალები. მთავრობის არმიას ბაშარ ასადი იყენებს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით. კონფლიქტის კიდევ ერთი მხარეა შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები. მათგან ზოგიერთს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს, ზოგს - საუდის არაბეთი. კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილეა ისლამური სახელმწიფო, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებს.

დღის ამბები