26 ივნისი 2024,   20:39
ვრცლად
ფრანგი ფერმერები ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნით, პარიზში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე შეიჭრნენ

ფრანგი ფერმერები პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე შეიჭრნენ, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდებოდნენ. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

ფერმერები ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც "როიტერი" წერს, ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად ერთი ფერმერი დააკავეს.

მომხდარის შემდეგ, გამოფენაზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფერმერთა გაერთიანების ლიდერებთან შეხვედრა გამართა.

"მე ამას ვამბობ ყველა ფერმერის გასაგონად: თქვენ არ ეხმარებით არცერთ თქვენს კოლეგას სტენდების დამტვრევით", - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

დღის ამბები