16 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ხმარდება თუ არა პროექტისთვის გამოყოფილი უცხოური გრანტი "ევროპულ საქართველოს" - თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 32 000 ევროდ 20 ფილმი “ტაბულამ“ დაამზადა

ხმარდება თუ არა პროექტისთვის გამოყოფილი უცხოური გრანტი "ევროპულ საქართველოს?" - თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა და ფინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცემა "ტაბულამ" დოკუმენტური ფილმები მოამზადა, ხოლო გამოყოფილი 32 000 ევროდან არცერთი თეთრი პარტია "ევროპულ საქართველოს" არ მიუღია.

"ავრცელებენ ცილისწამებას, თითქოს "ევროპულ საქართველოში" კაპიკი შევიდა... 20 ფილმი დამზადდა 32 000 ევროდ. 32 000 ევრო 20 ფილმის დამზადებას სჭირდება და იქ რაღაც პარტიული დაფინანსებისთვის აღარაფერი აღარ რჩება. მე ჯერ კიდევ "ტაბულაში" ვიყავი, როდესაც დეზინფორმაციის პროექტი დაიწყო და, ამას გარდა, 2 გრანტი აქვს მიღებული ჩვენს თანამოაზრე ორგანიზაციებს.

რაც შეეხება "ტაბულას," "ტაბულამ" დაამზადა 20-მდე ფილმი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება", კანონის გვერდის ავლით, ოპოზიციური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების სქემაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ძალები მათ დაფუძნებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანხების მოძიებისთვის იყენებენ. ამჯერად, მაგალითად მოჰყავთ "ტაბულას" პროექტი სახელწოდებით - "დასავლეთი - მეგობარი თუ მტერი". პროექტს, რომელსაც ფინეთის საელჩო აფინანსებს, მიზნად მითითებული აქვს ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიების გამოაშკარავება.

 

დღის ამბები