მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კოალიცია მათთვის ავტომატურად ერთიან სიას ნიშნავს. "ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო სიაში ყოფნა არ სურს პარტია "ლელოს", რომლის წევრებიც აცხადებენ, რომ ისინი კონსულტაციების რეჟიმში რამდენიმე პროდასავლურ პარტიასთან არიან:
"წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსულტაციებს "ლელო" არ განიხილავს. "ლელო" არ ემხრობა ერთიან სიას, ჩვენ გამოვრიცხავთ წინასაარჩევნო თანამშრომლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან". "ლელო" არის კონსულტაციების რეჟიმში რამდენიმე პროდასავლურ პარტიასთან, რომლის ნაწილიც არ არის "ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" და გახარიას გუნდი,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთიან დეკლარაციას მხარს უჭერს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომაზე ჩართვისას ისაუბრა.