16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: უბრალოდ არ იცით და მოგაწვდით ინფორმაციას - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს, ეს არის ფაქტი

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე დადებულ ვეტოს განიხილავს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტს მოუწოდა პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს. მან ოპოზიციას მოუწოდა ყურადღებით წაიკითხონ დასკვნები და გადაამოწმონ ინფორმაცია.

"ეტყობა როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. უბრალოდ მინდა გითხრათ, თქვენ შეიძლება არ იცით, ამ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს. აქაც ჩანს რამდენად კითხულობთ თუ არ კითხულობთ და საერთოდ გესმით თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნებში რა წერია. უბრალოდ არ იცით და მოგაწვდით ინფორმაციას - ამ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს, ეს არის ფაქტი. თუმცა თქვენ არც სხვა დასკვნებს არ კითხულობთ

დღის ამბები