29 სექტემბერი 2024,   00:38
ვრცლად
1500-ზე მეტი დელეგატი და 60-ზე მეტი კომპანია - საქართველო iGaming-ის მასშტაბურ კონფერენციას მეორედ მასპინძლობს

1500-ზე მეტი დელეგატი და 60-ზე მეტი კომპანია - საქართველო iGaming-ის მასშტაბურ კონფერენციას მეორედ მასპინძლობს. უმსხვილეს სპორტულ საინფორმაციო პლატფორმებს. ბრიტანული ორგანიზაცია SBC-მ და ქართულმა SMH-მა წლევანდელ ღონისძიებაზე წელს მთელი ევრაზია გააერთიანეს, კონფერენციის მთავარი მიზანი კი ბიზნესში ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, ასევე სპორტის განვითარება. ბრიტანული ორგანიზაცია მასშტაბურ ღონისძიებებს და კონფერენციებს ყოველწლიურად ატარებს და ის უმსხვილეს სპორტულ საინფორმაციო პლატფორმებს აერთიანებს.

ღონისძიების ორგანიზატორი EGT Georgia-ა. სამიტი მასშტაბურია და ის ევრაზიის რეგიონს მთლიანად მოიცავს. კონფერენციის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცვალებადი დინამიკის მქონე ბაზრების შესახებ ცოდნის გაზიარება და კავშირების გაღრმავებაა, რაც თავის მხრივ ქართულ კომპანიებს სექტორის წამყვან კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

SBC ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებსა და კონფერენციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, აერთიანებს უმსხვილეს სპორტულ საინფორმაციო პლატფორმებს. სამიტის მთავარი ფოკუსი ბიზნესში ინოვაციური მიდგომების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე სპორტის განვითარებაა.

SBC Summit თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები