29 სექტემბერი 2024,   03:15
ვრცლად
NATO-ს ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მასშტაბური წყალქვეშა სამხედრო სწავლება დაიწყეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) წევრი ქვეყნები ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მასშტაბურ წყალქვეშა სამხედრო წვრთნებს მართავენ. სწავლების მიზანი მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენასა და თვალყურის დევნებაში გაწვრთნაა, - ინფორმაციას NATO სოციალურ ქსელში ავრცელებს

"დინამიკური მანტა" - ასე ჰქვია წვრთნას, რომელშიც კანადელი, გერმანელი, ბერძენი, იტალიელი, ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი სამხედროები მონაწილეობენ.

"მუდმივად განვითარებად წყალქვეშა ლანდშაფტში, "დინამიკური მანტა" ეკიპაჟებს წყალქვეშ არსებულ ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვისა და ადაპტაციისთვის ამზადებს. ყოველთვის მზად ვართ და რამდენიმე დღის განმავლობაში ოპერაციებში 24/7-ზე რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი“, - ვკითხულობთ ალიანსის Facebook-პოსტში.

დღის ამბები