28 სექტემბერი 2024,   04:28
ვრცლად
მმართველი გუნდი "ლელოს" დამფუძნებელს ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებაში ადანაშაულებს - რას პასუხობენ ბრალდებებს "ლელოში"

მმართველი გუნდი "ლელოს" დამფუძნებელს ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებაში ადანაშაულებს. საუბარია ლევან აკინის ფილმზე "გზაჯვარედინი", რომელმაც ბერლინალეს პანორამის სექციის ჟიურის პრიზი - "საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის" მიღო. თედი ევორდი სპეციალურად ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდოა. აკინის კინოსურათი მამუკა ხაზარაძის შვილის ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის "1991 Productions" ფილმია, რომლის ფაბულაც, აჭარის ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან სტამბოლში ტრანსგენდერი დისშვილის მოსაძებნად წასული ქალის ისტორიას მოგვითხრობს. უმრავლესობის წევრების თქმით, მსგავსი შინაარსის ფილმების დაფინანსებით "ლელოს" ლიდერი ქართული კულტურის წინააღმდეგ მიდის.

აკინის ფილმთან ხაზარაძეების ფონდის ფინანსურ კავშირს საყურადღებოდ მიიჩნევენ "ხალხის ძალაში". პოლიტიკოსების მტკიცებით, "ლელოს" ლიდერი ერთ-ერთია, ვინც მსგავსი შინაარსის პროდუქციაში ინვესტიციების ჩადებით, საზღვარგარეთ ლგბტ თემის ლობისტების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

ხელისუფლების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ "ლელოს" წევრები, რომლებმაც კრიტიკას დღეს პარტიის დამფუძნებლის ნაცვლად უპასუხეს. "ლელოში" ამბობენ, რომ ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნა აუცილებელია, ფილმს კი მათ პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

მამუკა ხაზარაძისა ინტერესებს ქართულ ფილმთან მიმართებით დღეს ნეგატიური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილმა ბერლინალეზე, კინოცენტრის ალტერნატიული დელეგაციის გაგზავნაზეც ისაუბრა, რომელიც ხაზარაძეების ოჯახის ფონდმა დააფინანსა. პაპუაშვილის თქმით, "ლელოს" ლიდერი საკუთარი ქმედებებით ქართული კულტურის არასწორი კუთხით წარმოჩენას მიზანმიმართულად ცდილობს.

ხაზარაძეების ფონდმა, ბერლინის კინობაზრობაზე კინოცენტრის ალტერნატიული დელეგაციის სტენდი დააფინანსა, რომელიც კინოცენტრიდან გათავისუფლებული პირებით იყო დაკომპლექტებული. მაშინ მმართველი გუნდი ამბობდა, რომ ამ ფორმით პოლიტიკოსი შემოქმედებით წრეებში დაპირისპირების გაღვივებას და მათი ნაწილის საარჩევნოდ მიმხრობას ცდილობდა.

წარმოშობით ქართველი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმმა "გზაჯვარედინი" (Crossing) „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი "საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის" (Teddy Jury Award: Ensemble Cast) მოიპოვა.

დღის ამბები