27 ივლისი 2024,   05:05
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, 21 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

"კურიერის" ინფორმაციით, 21 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანა.

დასახიჩრებული ცხედარი ლილოს დასახლებაში, ორმოში, გუშინ იპოვეს. გოგონას ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული, ყელსა და გულ-მკერდის არეში კი მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. გოგონა მამამ ამოიცნო, ის სოფელ წინუბანში მცხოვრები ქეთი ჯავახიშვილია.

ცხედართან ახლოს ნახეს მოკლულის ტელეფონიც. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტელეფონით გავიდა პოლიცია დამნაშავის კვალზე.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის ნათესავია.

დღის ამბები