06 ივლისი 2024,   09:30
ვრცლად
მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური დაიწყო - ღონისძიება თეთნულდზე ტარდება

მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური დაიწყო. ამ სახეობაში, მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები სვანეთში პირველობისთვის იბრძვიან.

საქართველოსთვის ეს ტურნირი ისტორიულია, რადგან ჩვენი ქვეყანა ამ დისციპლინაში მსოფლიო ტურს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

ღონისძიება თეთნულდის მთაზე ტარდება. მასში 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

„საქართველოში პირველად ტარდება ფრირაიდის მსოფლიო ტური. ეს არის კიდევ ერთი დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის - კიდევ ერთხელ მოინიშნება საქართველო ამ მიმართულებით. 15 ქვეყნის 50 სპორტსმენი არის ჩამოსული. 300 მილიონამდე მაყურებელი უყურებს ამ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში. ეს იქნება ძალიან დიდი აღიარება ქვეყნის და დღევანდელ დღეს ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწევთ,“ - აცხადებს ”მთის ტრასების სააგენტოს (MTA)" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები