08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
Japan Times: სააკაშვილი უკრაინის პრემიერ–მინისტრად?

"სააკაშვილი უკრაინის პრემიერ–მინისტრად?" ამ სათაურით ვრცელ სტატიას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ გამოცემა ჯაპან თაიმსი აქვეყნებს.

ავტორი წერს, რომ 24 წლიანი დამოუკიდებლობისა და ორი რევოლუციის შემდეგ უკრაინაში რადიკალური რეფორმები ამ დრომდე არ განხორციელებულა, ამიტომ პრეზიდენტმა პოროშენკომ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებულ რეგიონში მიხეილ სააკაშვილი გაგზავნა იმისთვის, რომ ენახა შეძლებდა თუ არა ის ოდესის პრობლემების მოგვარებას.

ჟურნალისტის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი პრობლემების გადაჭრას არა მარტო ოდესაში, არამედ მთელს უკრაინაში ცდილობენ.

ავტორი ამბობს, რომ პრემიერ იაცენიუკის რეიტინგის ვარდნის ფონზე მის პოსტზე ერთადერთი პოტენციური კანდიდატი შესაძლოა სააკაშვილი იყოს, რადგან მისი პოპულარობა უკრაინაში იზრდება და მას ასევე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

სტატიაში საუბარია პეტიციაზეც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით უკვე მოაგროვა განსახილველად საჭირო 30 ათასზე ხელმოწერა. სტატიის ბოლოს ავტორი წერს, რომ უცხოელების გუნდს უკრაინაში დასაკარგი არაფერი აქვთ, ამიტომ ქვეყნის წინსვლისთვის ისინი, ადგილობრივებისგან განსხვავებით, უკან არაფერზე დაიხევენ.

სტატიის სრულად სანახავად გადადით ამ ლინკზე.

დღის ამბები