08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
პუტინის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ

რუსეთის მიერ სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დაწყებაზე რუსეთის პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთი მტრად გამოაცხადა. მისივე განცხადებით,  ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ხორციელდება.

“დიდი ხანია ისლამურმა სახელმწიფომ ჩვენი ქვეყანა მტრად გამოცხადა, დღეს მთელი რიგი ქვეყნები მათი პოზიციების დასაბომბად ავიაციას იყენებენ. რუსეთის გეგმებისა და მოქმედებების შესახებ სირიის მიმართულებით ინფორმირებულნი არიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენი ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვითა და პრეზიდენტ ასადის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება,“-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები