08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რუსეთის ავიაიერიში სირიაში - ვაშინგტონი უკმაყოფილებას არ მალავს

სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს თანხმობის მიღებიდან რამდენიმე საათში გასცა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა წერტილოვანი დარტყმები დაჯგუფება "ისლამური სახელწმიფოს" პოზიციებზე მიიტანეს. ავიაციის სამიზნე მებრძოლების სამხედრო ტექნიკა, იარაღის საწყობები და საკომუნიკაციო ცენტრები გახდა.

ვლადიმერ პუტინმა სირიაში სახმელეთო ჯარის გაგზავნა გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ასადის მხარდაჭერას მანამდე განაგრძობს, ვიდრე სამთავრობო ძალები შეტევაზე არ გადავლენ.

ოფიციალური მოსკოვისგან განსხვავებით, დასავლური მედია ირწმუნება, რომ რუსეთის ავიაცია არა ისლამისტების მიერ კონტროლირებად ქალაქებს ბომბავს, არამედ იმ რეგიონებს, რომლებიც ამბოხებულებს აქვთ დაკავებული.

ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება  ვაშინგტონმაც გამოთქვა. ჯონ კერის შეფასებით, რუსეთის დარტყმები სირიის ტერიტორიაზე კონფლიქტის დარეგულირების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მოსკოვის პირობას ეწინააღმდეგება.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, ედიშერ თათელიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები