08 მაისი 2024,   19:39
ვრცლად
წვიმა, თოვლი და მოსალოდნელი მეწყრული პროცესები - გაფრთხილება 19-20 მარტის ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს: 
 
19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
 
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.  
 
ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
 
დღის ამბები