აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ ისტორიულ თამაშზე წარმატებას უსურვებს. ელჩის ვიდეო მიმართვას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა," - ამბობს ელჩი ვიდეო-მიმართვაში.
დღეს, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას თბილისში, "დინამო არენაზე" საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.