16 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
"ოცნებისა და "გირჩის" შეთანხმება - რატომ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი "გირჩის" ინიციატივას გენდერული კვოტის გაუქმების შესახებ

საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების ვალდებულება გაუქმდება. "გირჩის" ინიციატივას, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. "ოცნების" წევრების განცხადებით, უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა და, თავის მხრივ, "გირჩიც" ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული. "გირჩი"-"ოცნების" შეთანხმება სხდომაზე "ლელოს" წევრმა გააპროტესტა.

ოპოზიციის ნაწილი "გირჩის" ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს. ამბობენ, რომ საარჩევნო სიების დაკომპლექტება უკვე დადგენილი კვოტირების მოდელით უნდა მოხდეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს პოლიტიკაში ქალების ჩართულობა უფრო მაღალია, ვიდრე - წარსულში.

"ქართულ ოცნებაში" აკონკრეტებენ, რომ ცვლილების მიუხედავად, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას სრული თავისუფლება ექნება, საარჩევნო სია მეტი ქალით დააკომპლექტოს.

კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღეს არსებული მოდელით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 ქალი იყოს.

დღის ამბები