რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში დასრულდა საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით შედგა.
შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები, დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის საფუძველზე სარგებლის მიღებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.
ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესში ჩართული პირებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.