23 აგვისტო 2026,   03:06
ვრცლად
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი დაამარცხა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, 6 ერის ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე ტურის მატჩში საფრანგეთს მინიმალური სხვაობით - 20:19 სძლიეს.

მთელი შეხვედრა მეტოქის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, მატჩის მიწურულს, ანრი შველიძის ლელოთი ქართველებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

საქართველოს ნაკრებს, 6 ერის ფესტივალზე დასკვნითი შეხვედრა ელის. 7 აპრილს უმცროსი "ბორჯღალოსნები" ინგლისს დაუპირისპირდებიან.

დღის ამბები