19 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
როგორ აფასებენ უცხოელი პარტნიორები საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს

ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა, საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა.

"ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია," - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონპროექტი მიატოვოს"- აცხადებენ კომისიის თანათავმჯდომარე. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ" - ამის შესახებ კი გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ განაცხადა.

როგორც კრისტიანე ჰოფმანი აცხადებს," ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია“.

ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა, საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა.

საქართველოში ჩეხეთის ელჩი კი აცხადებს, რომ - "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში სიტყვები, "უცხო ძალა“, ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად“.

დღის ამბები