18 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
"აღიარებს, რომ მან ჩაიდინა ეს მკვლელობა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს განზრახ მკვლელობას" - სასამართლო სამტრედიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯელობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში, სამტრედიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯელობს. მოსამართლე ოთხი ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს.

დაკავებულებიდან ერთს მკვლელობას, სამს კი ჩხუბში თანამონაწილეობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. პროკურატურა ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი, მათ გათავისუფლებას ითხოვს.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ოთარ ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს განზრახ მკვლელობას.

"აღიარებს, რომ მან ჩაიდინა ეს მკვლელობა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს განზრახ მკვლელობას. ის თავის ჩვენებაში აფიქსირებს, რომ მან დაიცვა საკუთარი და და არასრულწლოვანი დისშვილი, რომელსაც გარდაცვლილი მალხაზ გოგია მოკვლით ემუქრებოდა. ეს ყველაფერი ჭიშკართან ხდებოდა, მან მიუსწრო, მალხაზ გოგიას დანა წაართვა და აღელვების ნიადაგზე, მალხაზ გოგიას რამდენჯერმე დაარტყა. დავაყენებ შუამდგომლობას, რომ ამ ეტაპზე მისი გარეთ ყოფნა არ შეუშლის ხელს გამოძიებას და სასამართლო ორგანოებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში", - განაცხადა ადვოკატმა ოთარ ნემსიწვერიძემ.

დღის ამბები