16 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
რაც დრო გადის, ვხედავთ მტკიცებულებებს, რომ ხაზარაძის მოქმედებები თაღლითობებშია მხილებული - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დროის გასვლასთან ერთად ჩნდება მტკიცებულებები, რომ მამუკა ხაზარაძე თაღლითობასთან არის კავშირში.

"რაც დრო გადის, ჩვენ მტკიცებულებებს ვხედავთ, რომ ხაზარაძის მოქმედებები პირდაპირ არის თაღლითობებში მხილებული. ჰოლანდიელებმა, რომლებმაც იყიდეს აქციები ისე, რომ ხაზარაძის მხრიდან "გაბერილი" იყო ეს შეფასება, ახლა მოითხოვეს 400 ათასი თუ ნახევარი მილიონი დოლარი. რა თქმა უნდა, ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ როდესაც ეს ადამიანი საუბრობს გამჭვირვალობაზე და საქართველოს მომავალზე, ჯერ უნდა გადავხედოთ მის წარსულს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები