23 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. პორტუგალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედლები დაიმსახურა.

ახალგაზრდებს შორის, სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ჯამში, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა სულ ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს. კონტინენტის პირველობაზე მსგავსი შედეგი ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აჩვენეს.

დღის ამბები