03 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
საქართველოში ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

საქართველოში პირველად იმართება ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა. ღონისძიებას იმერეთი მასპინძლობს.

წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა, ქართულ მხარესთან ერთად, სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. ქართული მხარის მიზანი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ახალი ბაზრების ათვისება და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, დელეგატებმა წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დღის ამბები