20 მაისი 2024,   07:46
ვრცლად
ევრო 2024-ზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის ელჩი ჯერალდ ასამოა იქნება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩზე გელზენკირხენის ელჩი ცნობილი ფეხბურთელი, ჯერალდ ასამოა იქნება – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ევროპის ჩემპიონატზე გელზენკირხენის ელჩი ჯერალდ ასამოა იქნება, რომელმაც ამ ქალაქის მთავარ კლუბში, "შალკე 04“-ში 14 წელი ითამაშა“, – წერია სფფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წარმოშობით განელი ფეხბურთელი პირველი აფრიკელი იყო, რომელმაც გერმანიის ნაკრებში (43 მატჩი, ექვსი გოლი) ითამაშა, კარიერის დიდი ნაწილი კი (1999-2010) გელზენკირხენულ კლუბში გაატარა.

ჯერალდ ასამოა ფეხბურთიდან 2015 წელს გააცილეს. ამ დღეს გელზენკირხენში "შალკესა“ და ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა, რომელზეც ასამოას ყოფილი თანაგუნდელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც იყო მიწვეული.

საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 26 ივნისს დაუპირისპირდება. ეს იქნება F ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა.

დღის ამბები