სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავენ და მოუწოდებენ, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ.
"მოქალაქეებო, თქვენ ბლოკავთ პარლამენტის შესასვლელს. მოგიწოდებთ, გადაბრძანდეთ პარლამენტის წინ. თქვენ გაქვთ ხუთი წუთი," - მიმართავენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლით.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.