16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი - კახა კალაძე

მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. 

კახა კალაძე "გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება. 

"ისინი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება ერთი მიზეზით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ხალხის ინტერესს, ჩვენი ქვეყნის ეროვნულობას, სახელმწიფოებრიობას, ეს არ მოსწონთ, კიდევ ერთხელ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი, შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში, სხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ვერავინ ვერ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი. ჩვენი ბატონ-პატრონი და ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მისი აღმატებულება ხალხი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები