აქციის მონაწილეები ისევ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართებიან და რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთს ისევ იკავებენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ტერიტორიიდან უკან დაიხიეს. მანამდე კი, ტერიტორია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ავტომობილებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დატოვეს.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავარია საერთო გეგმის შემუშავება, რომელსაც უახლოეს მომავალში გააჟღერებენ.
მანამდე, დაახლოებით საათნახევრის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აიძულეს პარლამენტის წინა და გვერდითა ქუჩებიდან გასულიყვნენ და მთელი ეს ტერიტორია თავად დაიკავეს. ამ წუთებში კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი კვლავ დაიკავეს.