16 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
დედაქალაქში საპროტესტო აქციები ისევ სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება - გმირთა მოედანზე შეკრების შემდეგ დემონსტრანტები მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ იწყებენ

დედაქალაქში საპროტესტო აქციები ისევ სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება. თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი აქციის ფონზე ისევ პარალიზებულია, გმირთა მოედანი ბლოკირებულია. იქ მყოფმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, საპროტესტო მსვლელობებით  დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაძრულიყვნენ. ისინი მარჯვენა სანაპიროს გავლით, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ. შეზღუდულია სამანქანო მოძრაობა.

საპროტესტო აქციას სტუდენტები ამ წუთებშიც უერთდებიან. ისინი ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ, უარი თქვას გამჭვირვალობის კანონზე.

წინა დღეებისგან განსხვავებით, იმისათვის, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, საპატრულო პოლიციამ გმირთა მოედნამდე მისასვლელი გზები წინასწარ გადაკეტა და მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტები შესთავაზა.

ამ დროისთვის დაკეტილია კოსტავას ქუჩა, სანაპიროზე ჩამავალი გზა, ვარაზის ხევი და თამარ მეფის გამზირის ის მონაკვეთი, რომელიც გმირთა მოედანს უერთდება.

 

დღის ამბები