"გადავხედოთ წარსულს, პირველად იყო ოპოზიციის მხრიდან მცდელობა რევოლუციის მოწყობის, შემდეგ იყო "ენჯეოების", ამის შემდეგ იყო ჟურნალისტების რევოლუციის მცდელობა, დღეს, 2024 წელს გვაქვს დონორების რევოლუციის მცდელობა," - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო მოვლენები უკრაინაში 2014 მიმდინარე მაიდანის რევოლუციას შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინიზაცია არასდროს მოხდება.
"გადავხედოთ წარსულს. საზოგადოება, ხალხი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს ხედავს. 2012 წელი იყო, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წლიდან მიმდინარეობს ჯანჯღარი სახელმწიფოსი, მიზანმიმართული რყევები.
გავიხსენოთ წლები: პირველად იყო ოპოზიციის მხრიდან მცდელობა რევოლუციის მოწყობის;
შემდეგ იყო ენჯეოების, წარმოგიდგენიათ, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს, რომ მთავრობა უნდა გადადგესო, ხელისუფლებასაც მოუწოდებდნენ უნდა გადადგეთო. წარმოგიდგენიათ ასეთი რამე? არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდიოდა და პოლიტიკურ განცხადებებს გვიკეთებდა;
ამის შემდეგ იყო ჟურნალისტების რევოლუციის მცდელობა, ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?!
დღეს, 2024 წელს გვაქვს დონორების რევოლუციის მცდელობა, პირდაპირი ამ სიტყვების მნიშვნელობით. ის, რაც ხდება დღეს რუსთაველზე, არის აბსოლუტურად ანალოგიური, რაც 2014 წელს ხდებოდა უკრაინაში. ამას რატომ ვამბობ, 2014 წელს რაც ხდებოდა უკრაინაში, ყველა პერფორმანსი, რაც არის აქციაზე, ზოგადად შინაარსი აქციების, ერთი-ერთში არის აკერმანის სახელმძღვანელოდან, კიდევ იქ არიან ჩარჩენილები.
დღეს 2024 წელია, 2014 წელს ფერადი რევოლუცია მოაწყვეს უკრაინაში და იმავე მეთოდებით ცდილობენ დღეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია მოხდა, მაიდანი, დღეს 2024 წელია და ყველა ვხედავთ რა მდგომარეობასა და რა ვითარებაშია უკრაინა.
კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება და ის ვითარება, რაც დღეს უკრაინაშია, საქართველოში არასდროს არ განმეორდება იმიტომ, რომ ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რას ნიშნავს ომი და რამხელა უბედურების მომტანია," - აცხადებს კახა კალაძე.