16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღემ გააერთიანა მთელი საზოგადოება და მინდა კიდევ ერთხელ ამის გამო მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მადლობას უხდის საქართელოს პატრიარქს ილია მეორეს ეროვნული ინიციატივისთვის, რაც ოჯახის სიწმინდის დღის დამკვიდრებას გულისხმობს.

ღარიბაშვილის თქმით, გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა სად დგას ქართული საზოგადოება. 

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. მინდა მადლიერება გამოვხატო პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა და ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა. ამით გამოჩნდა თუ სად დგას ჩვენი ხალხი და როგორ ღირებულებებზე და როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ქართველი ხალხის მდგრადობა.

ოჯახის სიწმინდის დღემ გააერთიანა მთელი საზოგადოება და მინდა კიდევ ერთხელ ამის გამო მადლობა გადავუხადო  ჩვენს პატრიარქს ეროვნული ინიციატივისთვის,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები