"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არაკონსტრუქციულად იქცევა.
"მე ვფიქრობ, პრეზიდენტი თუ რეალურად არის დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებაში, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა. მე მოვისმინე მისი განცხადება და ერთ-ერთ უცხოურ არხს მან უთხრა, რომ ამ ევროპულ ამბავს უნდა ჩაუდგეს სათავეში.
თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი - ლიდერმა უნდა თქვას აზრი, რას სთავაზობ საზოგადოებას. თუ ამას არ აკეთებ და გაბუტული ბავშვივით ამბობ ვეტოზე დასკვნებს და დასაბუთებებს არ დავწერო, ეს არის არაჯანსაღი, არაკონსტრუქციული დამოკიდებულებაა.
პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში და თავს არ თვლის ქართველად. მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში ან სულაც, არ ვიცი, იქნებ დარჩენა უნდა პოლიტიკაში.
მე შევახსენებ, მანამ სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%, რა პრეტენზია აქვს ამ ფონზე საერთოდ? იგივე ევროინტეგრაციის გზაზე რა გაუკეთებია? რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის?- დაუსვით ეს კითხვები.
უვიზო რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება - ეს არის ჩვენი დამსახურება. ამიტომ ეს პოლიტიკური თამაშები არ არის კარგი დამოკიდებულება,"- აცხადებს ღარიბაშვილი.