16 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
პრეზიდენტმა კანონპროექტს სამართლებრივი შეფასება ვერ მისცა - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დოკუმენტი გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისია - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, "გამჭვირვალობის კანონპროექტს", ფაქტობრივად, ვერანაირი სამართლებრივი შეფასება ვერ მისცა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კანონპროექტი სამართლებრივად გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისია.

"ამ კანონპროექტში ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტი არის დამატებული ერთი წინადადება, რომ ეს კანონპროექტი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე. მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კანონპროექტი სამართლებრივად გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისია. დანარჩენი, პრეამბულაში, რა თქმა უნდა, უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში მან ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები