16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ვენეციის კომისიამ ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ასეთი კანონის ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის - ანა ნაცვლიშვილი

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევის "მკაცრ რეკომენდაციას"გასცემს, პოლიტიკური დისკუსიის თემაა თბილისში.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონი ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება.

"ევროპის მთავარი ვერდიქტი "რუსულ კანონზე," რომელიც უმაღლესი რანგის სამართლებრივი არგუმენტებით არის გამყარებული, ასახავს ქართველი ხალხის, აბსოლუტური უმრავლესობის, ნებას და პრეზიდენტის ვეტოს ლოგიკას და ამბობს, ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა, არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. გაიაზრონ მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე", - განაცხადა ენმ-ის თინა ბოკუჩავამ.

"ვენეციის კომისიამ ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ასეთი კანონის ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის. ეს კანონი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის. თუ მათ რაიმე არგუმენტი ჰქონდათ, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ეს არგუმენტები ვენეციის კომისიას მანამ, სანამ დასკვნა გამოქვეყნდებოდა, რატომ ვერ დაიცვეს თავის პოზიცია?!" - განაცხადა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

 

დღის ამბები