16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ვენეციის კომისიის ეს დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური შეფასებებით, არასწორი ფაქტებით, დამახინჯებული ეპიზოდებით და არის ნაკლებობა სამართლებრივი შეფასებებისა - გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ ამბობს, რომ მასში სამართლებრივი შეფასებების ნაკლებობაა. როგორც გიორგი კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში თქვა, დასკვნა არის გაჯერებული პოლიტიკური შეფასებებით და არასწორი ფაქტებით. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ხშირად ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის დასკვნებს და მას დიდ ყურადღებას აქცევდა, თუმცა ბოლო დასკვნა სრულიად განსხვავდება ყველა სხვა წინა დასკვნებისგან. 

"ვენეციის კომისიასთან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ფაქტობრივად საქართველოში არც ერთი კონსტიტუციური რეფორმა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები არ გატარებულა, რომლებშიც ვენეციის კომისია არ ყოფილიყო ჩართული. ძალიან ხშირად, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნებს ვითვალისწინებდით, ამას დიდ ყურადღებას ვაქცევდით ყოველთვის, მაგრამ ეს დასკვნა, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავდება თავისი პათოსით ყველა სხვა დასკვნებისგან, რომლებიც მე მინახავს. ამაში ვგულისხმობ, რომ ეს დასკვნა არის გაჯერებული პოლიტიკური შეფასებებით, არასწორი ფაქტებით, დამახინჯებული ეპიზოდებით და არის ნაკლებობა სამართლებრივი შეფასებებისა", - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

მისივე თქმით, მარტივი დასკვნაა გაკეთებული, რომ რასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება მოეთხოვოთ გამჭვირვალობა.

"სამართლებრივად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ყველზე მნიშვნელოვანი, თუმცა არა კარგი გაგებით, რაც მე აქედან ამოვიკითხე, არის ის, რომ მარტივი დასკვნაა გაკეთებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება მოეთხოვოთ გამჭვირვალობა.

ფაქტობრივად არ დარჩა დემოკრატიულ სახელმწიფო, რომელშიც ან არ მოქმედებდეს უკვე მსგავსი შინაარსის კანონი ან არ იყოს პროცესი ამ კანონპროექტების მიღების. ყველგან გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და თურმე რატომღაც, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული გამჭვირვალობა თურმე არ ყოფილა ლეგიტიმური მიზანი და არ შეიძლება მოეთხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობა", - ამბობს გიორგი კახიანი.

 

 

დღის ამბები