16 ივნისი 2024,   14:51
ვრცლად
სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი

სროლა იყო ცოტა ხნის წინ თბილისში. შემთხვევა ბამბის რიგის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

 

დღის ამბები