16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ, სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ" - ჯიმ ო"ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის განცხადებით, იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ გამოქვეყნდება.

"გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ. სიას არ ვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც", - აღნიშნა ჯიმ ო"ბრაიენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

დღის ამბები