16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილი მეგობარი აქტის ძირითად დებულებებს ავრცელებს

ჰელსინკის კომისია, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილი მეგობარი აქტის ძირითად დებულებებს ავრცელებს.

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ადასტურებს შტატების ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას.

აქტის ძირითადი დებულებებია: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა, ანგარიშის წარდგენა და სანქციები, დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა, ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება. ასევე შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივება. კანონპროექტს მხარს, ოთხი კონგრესმენი უჭერს.

დღის ამბები